proeqti
Wednesday, May 10, 2017
Saturday, March 10, 2012
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
წელიწადის ოთხი დრო
|
სწავლების საფეხური
ინტეგრირებული საგნები.
|
დაწყებითი , 2 კლასი
ქარული ენა,
ბუნება,ხელოვნება
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი
შედეგები.
|
ამ გაკვეთილის საშუალებით მოსწავლეები
შეძლებენ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის
ერთმანეთთან დაკავშირებას
და წელიწადის
დროების
განხილვას სხვადასხვა კუთხით
(ქართული,ბუნება,ხელოვნება)
განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვისა და
პასუხისმგებლობის გრძნობა
მოსწავლეები სათანადოდ იყენებენ ძირითად
ენობრივ გრამატიკულ საშუალებებს გამოიყენებენ
სპეციალურ ლექსიკას და მხატვრულად გადმოს–
ცემენ აღძრულ ემოციებს და განცდებს
|
ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
ინდიკატორები.
|
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი
მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციების მიხედვით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
|
წინასწარი ცოდნა
|
ფლობენ მხატვრული კითხვის
უნარებს
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული
წარმოდგენა
სეზონებისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ
ცვლილებებზე
აღიქვამენ თბილ და ცივ
ფერებს და მათი
გადატანის ტექნიკას
|
თანმიმდევრობა აქტივობა ნაბიჯ–
ნაბიჯ.
|
A ფაზა /გამოწვევა/
შესავალი 2 წთ
საორგანიზაციო ეტაპი-მოსწავლეთა დასწრების
აღრიცხვა
გაკვეთილის თემისა და მიზნების გადაცემა-5წთ
გადავდივარ სლაიდ შოუზე-წელიწადის დროები
ვსვამ მაპროვოცირებელ კითხვებს წელიწადის
დროების მიხედვით: შეგიძლიათ ჩამოთვალოთ
წელიწადის დროები?რითია მნიშვნელოვანი
გაზაფხული? ზაფხული? შემოდგომა? ზამთარი?
რომელი დრო გიყვართ?
რა დროა ახლა?
შემდეგ ვთხოვ შეავსონ გონებრივი იერიშის რუკა
B ფაზა /შინაარსის რეალიზება/
ინფორმაციის მოძიება-დამუშავება-26 წთ
ვაგრძელებთ წელიწადის დროებზე საუბარს,
ბუნებაში მომხდარ სეზონურ ცვლილებებთან
დაკავშირებით.შემდეგ ბავშვებს ვსვამ ჯგუფებად.
ვურიგებ პატარ-პატარა ტექსტებს და ვთხოვ
ყურადღებით წაიკითხონ, რომ პრეზენტაციის
დროს ჩამოაყალიბონ აზრი. დაამზადონ
შესაბამისი ილუსტრაციები, გაიხსენონ ლექსი ან
მოთხრობასეზონის შესაბამისად
C ფაზა /რეფლექსია/
ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია- 12 წთ
ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს,
დაუსვამენ ერთმანეთს კითხვებს და მოახდენენ
ნამუშევრებისშეფასებას.პასუხს გასცემენ გაკვეთი–
ლის მთავარ კითხვას თუ რა არის წელიწადის
ოთხი დრო
|
შეფასება.
|
შეფასების რუბრიკა
|
სასკოლო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები.
|
თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, კალამი,
სახატავი ფანქრები ,დაფა, ცარცი, კომპიუტერი
|
![]() |
| წიგნი ჩვენი ცხოვრების მეგზური |
1.პროექტის სახელწოდება: წიგნი ჩვენი ცხოვრების მეგზური
2.პროექტის მთავარი იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გაეცნობიან ბიბლიოთეკებს ,ქართული დამწერლობის ისტორიას, წიგნის დამზადების ტექნოლოგიებს, დაამზადებენ ხელნაკეთ წიგნებს.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკისა და სტამბის შესახებ.გაეცნობიან ბიბლიოთეკის მუშაობას. გაიაზრებენ, რომ წიგნი საუკეთესო საშუალებაა ინფორაციის მოძიებისათვის.
4.პროექტის მიზანი:მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის უნარის განვითარება. წინაპართა საქმიანობის მიმართ პატივისცემისა და დადებითი დამოკიდე- ბულების ჩამოყალიბება. ინფორმაციის მიღების სხვადასხვა საშუალებების გაცნობა: გაიგებენ ბიბლიოთეკის დანიშნულებას. ეცოდინებათ ბიბლიოთეკის მუშაობა.ისტის გამოყენება.წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგიები. გაუჩნდებათ სურვილი წიგნს მოუფრთხიდნენ. წაიკითხონ სხვადასხვა ჟანრის წიგნები.
5.მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი6.ვადები ,ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- გაიზრდება ინტერესი წიგნის კითხვის მიმართ
- ისწავლიან წიგნის პატივისცემას
- ეცოდინებათ წიგნის წაკითხვის სხვადასხვა ფორმა
- თვითნაკეთი წიგნების შექმნა
- გამოფენის მოწყობა
- ექსკურსიები ბიბლიოთეკებში და სტამბაში8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,წიგნები,ფურცლები,ფერადი ქაღალდები,წებო,მარკერი
9.პროექტის მსვლელობა:ამ თემის განსახილველად ბავშვები გარკვეულ ვადაში მოიძიებენ საჭირო მასალებს. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად და ინაწილებენ დავალებებს.
1. ჯგუფი-ბიბლიოთეკაში ეძებს და კითხულობს საინტერესო ინფორმაციებს
2. ჯგუფი-სტამბაში მიდის და ეცნობა ბეჭდვისა და წიგნის დამზადების ტექნოლოგიას
3. ჯგუფი-კომპიუტერით ინტერნეტში ეძებს საბავშვო ბიბლიოთეკებს და სტამბებს. კითხულობს სხვადასხვა ჟანრის წიგნებს.
4. ჯგუფი– მოიძიებს ძველ წიგნებს და აკეთებს წიგნების რესტავრაციას
5.ჯგუფი–კომპიუტერის საშუალებით ამზადებს წიგნებს. სკოლის
დახმარებით ბეჭდავს რამდენიმე ეგზემპლარს.აქტივობები:
- ვიზიტი ბიბლიოთეკებში
- ვიზიტი სტამბაში
- მასალის მოძიება კომპიუტერით
- მასალის მოძიება გამოკითხვით
- წიგნების რესტავრაცია
- ახალი წიგნების შექმნა და აკინძვა
- კონკურსი - გამოფენა საუკეთესო წიგნი
- მზადება მინი სპექტაკლისათვის:სცენარის დაწერა
“ძველი და ახალი წიგნების გასაუბრება”
- სპექტაკლის ჩატარება
პრეზენტაცია: ბავშვები ჯგუფებიდან წარმოადგენენ თავიაანთ მოპოვებულ მასალებს .მასწავლებლის დახმარებით გააკეთებენ პატარა წიგნებს,აკინძავენ და დაურთავენ თავიაანთ შექმნილ ილუსტრაციებს
შეჯამება:მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით
10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ იმეშაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamarimeshashvili@gmail.com
Subscribe to:
Comments (Atom)


