გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
წელიწადის ოთხი დრო
|
სწავლების საფეხური
ინტეგრირებული საგნები.
|
დაწყებითი , 2 კლასი
ქარული ენა,
ბუნება,ხელოვნება
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი
შედეგები.
|
ამ გაკვეთილის საშუალებით მოსწავლეები
შეძლებენ სხვადასხვა საგნებში მიღებული ცოდნის
ერთმანეთთან დაკავშირებას
და წელიწადის
დროების
განხილვას სხვადასხვა კუთხით
(ქართული,ბუნება,ხელოვნება)
განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვისა და
პასუხისმგებლობის გრძნობა
მოსწავლეები სათანადოდ იყენებენ ძირითად
ენობრივ გრამატიკულ საშუალებებს გამოიყენებენ
სპეციალურ ლექსიკას და მხატვრულად გადმოს–
ცემენ აღძრულ ემოციებს და განცდებს
|
ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
ინდიკატორები.
|
ქართ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და
გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი
მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ილუსტრაციების მიხედვით
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
|
წინასწარი ცოდნა
|
ფლობენ მხატვრული კითხვის
უნარებს
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული
წარმოდგენა
სეზონებისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ
ცვლილებებზე
აღიქვამენ თბილ და ცივ
ფერებს და მათი
გადატანის ტექნიკას
|
თანმიმდევრობა აქტივობა ნაბიჯ–
ნაბიჯ.
|
A ფაზა /გამოწვევა/
შესავალი 2 წთ
საორგანიზაციო ეტაპი-მოსწავლეთა დასწრების
აღრიცხვა
გაკვეთილის თემისა და მიზნების გადაცემა-5წთ
გადავდივარ სლაიდ შოუზე-წელიწადის დროები
ვსვამ მაპროვოცირებელ კითხვებს წელიწადის
დროების მიხედვით: შეგიძლიათ ჩამოთვალოთ
წელიწადის დროები?რითია მნიშვნელოვანი
გაზაფხული? ზაფხული? შემოდგომა? ზამთარი?
რომელი დრო გიყვართ?
რა დროა ახლა?
შემდეგ ვთხოვ შეავსონ გონებრივი იერიშის რუკა
B ფაზა /შინაარსის რეალიზება/
ინფორმაციის მოძიება-დამუშავება-26 წთ
ვაგრძელებთ წელიწადის დროებზე საუბარს,
ბუნებაში მომხდარ სეზონურ ცვლილებებთან
დაკავშირებით.შემდეგ ბავშვებს ვსვამ ჯგუფებად.
ვურიგებ პატარ-პატარა ტექსტებს და ვთხოვ
ყურადღებით წაიკითხონ, რომ პრეზენტაციის
დროს ჩამოაყალიბონ აზრი. დაამზადონ
შესაბამისი ილუსტრაციები, გაიხსენონ ლექსი ან
მოთხრობასეზონის შესაბამისად
C ფაზა /რეფლექსია/
ჯგუფების ნამუშევრების პრეზენტაცია- 12 წთ
ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს,
დაუსვამენ ერთმანეთს კითხვებს და მოახდენენ
ნამუშევრებისშეფასებას.პასუხს გასცემენ გაკვეთი–
ლის მთავარ კითხვას თუ რა არის წელიწადის
ოთხი დრო
|
შეფასება.
|
შეფასების რუბრიკა
|
სასკოლო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები.
|
თაბახის ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, კალამი,
სახატავი ფანქრები ,დაფა, ცარცი, კომპიუტერი
|
No comments:
Post a Comment