Saturday, March 10, 2012


წიგნი ჩვენი ცხოვრების მეგზური

1.პროექტის სახელწოდება: წიგნი ჩვენი ცხოვრების მეგზური

2.პროექტის მთავარი იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები   გაეცნობიან ბიბლიოთეკებს ,ქართული დამწერლობის ისტორიას, წიგნის დამზადების ტექნოლოგიებს, დაამზადებენ ხელნაკეთ წიგნებს.

3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკისა და სტამბის შესახებ.გაეცნობიან ბიბლიოთეკის მუშაობას. გაიაზრებენ, რომ წიგნი საუკეთესო საშუალებაა ინფორაციის მოძიებისათვის.

4.პროექტის მიზანი:მოსწავლეთა შორის კომუნიკაციის უნარის განვითარება. წინაპართა საქმიანობის მიმართ პატივისცემისა და დადებითი დამოკიდე- ბულების ჩამოყალიბება. ინფორმაციის მიღების სხვადასხვა საშუალებების  გაცნობა: გაიგებენ ბიბლიოთეკის დანიშნულებას. ეცოდინებათ ბიბლიოთეკის მუშაობა.ისტის გამოყენება.წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგიები. გაუჩნდებათ სურვილი წიგნს მოუფრთხიდნენ. წაიკითხონ სხვადასხვა ჟანრის წიგნები.

5.მოსწავლეთა ასაკი: 8-9 წელი

6.ვადები ,ხანგრძლივობა: 1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- გაიზრდება ინტერესი წიგნის კითხვის მიმართ
- ისწავლიან წიგნის პატივისცემას
- ეცოდინებათ წიგნის წაკითხვის სხვადასხვა  ფორმა
- თვითნაკეთი წიგნების შექმნა
- გამოფენის მოწყობა
- ექსკურსიები ბიბლიოთეკებში და სტამბაში

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,პროექტორი,წიგნები,ფურცლები,ფერადი ქაღალდები,წებო,მარკერი

9.პროექტის მსვლელობა:ამ თემის განსახილველად ბავშვები გარკვეულ ვადაში მოიძიებენ საჭირო მასალებს. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად და ინაწილებენ დავალებებს.
1. ჯგუფი-ბიბლიოთეკაში  ეძებს და კითხულობს საინტერესო ინფორმაციებს
2. ჯგუფი-სტამბაში მიდის და ეცნობა ბეჭდვისა და წიგნის დამზადების ტექნოლოგიას
3. ჯგუფი-კომპიუტერით ინტერნეტში ეძებს საბავშვო ბიბლიოთეკებს და სტამბებს. კითხულობს სხვადასხვა ჟანრის წიგნებს.
4. ჯგუფი– მოიძიებს ძველ წიგნებს და აკეთებს წიგნების რესტავრაციას
5.ჯგუფი–კომპიუტერის საშუალებით ამზადებს წიგნებს.  სკოლის
დახმარებით ბეჭდავს რამდენიმე ეგზემპლარს.
              აქტივობები:
 - ვიზიტი ბიბლიოთეკებში
 -  ვიზიტი სტამბაში
 -  მასალის მოძიება კომპიუტერით
 -  მასალის მოძიება გამოკითხვით
 -  წიგნების რესტავრაცია
 - ახალი წიგნების შექმნა და აკინძვა
 - კონკურსი -  გამოფენა საუკეთესო წიგნი
 - მზადება მინი სპექტაკლისათვის:სცენარის დაწერა
         “ძველი და ახალი წიგნების გასაუბრება”
 - სპექტაკლის ჩატარება
პრეზენტაცია: ბავშვები ჯგუფებიდან წარმოადგენენ თავიაანთ მოპოვებულ მასალებს .მასწავლებლის დახმარებით გააკეთებენ პატარა წიგნებს,აკინძავენ და დაურთავენ თავიაანთ შექმნილ ილუსტრაციებს
შეჯამება:მოსწავლეები შეფასდებიან რუბრიკით

 10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა და ლიტერატურა

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ იმეშაშვილი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:tamarimeshashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment